პროექტი "ილია ჭავჭავაძე"
1.პროექტის სახელწოდება: ილია ჭავჭავაძე
2.პროექტის მთავარი
იდეა(თემა): მოსწავლეებისათვის ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიისა და სახლ-მუზეუმის გაცნობა.
3.პროექტის აქტუალობა : მოსწავლეები გაეცნობიან ილია ჭავჭავაძის ცხოვრებას და მოღვაწეობას.ასევე შეიყვარებენ და დააფასებენ ქართველ მწერლებს.
4.პროექტის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები : მოსწავლეთათვის ქართველი მწერლის და საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის გაცნობა. მოსწავლეთათვის მშობლიური მწერლობისადმი ინტერესისა და დაფასების უნარების განვითარება.გაკვეთილზე მიღებული ცოდნის გაღრმავება.ქართული მწერლობისა და მწერლების მიმართ სიყვარული და პატივისცემის უნარების განვითარება. ასევე დამოუკიდებლად ინფორმაციის მოპოვების ,შენახვისა და გადაცემის, თანამშრომლობის , ორგანიზებულობის და შემოქმედებითობის უნარების განვითარება.
5.მონაწილეთა ასაკი: 14-15 წლის მოსწავლეები.
6.ვადები/ხანგრძლივობა: 7 დღე.
7.პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, ტრანსპორტი, კვება.
8.პროექტის მსვლელობა(ძირითადი
აქტივობები):მოსწავლეები დაიყოფიან სამ ჯგუფად და გაიყოფენ დავალებებს .პირველი ჯგუფი ინტერნეტის საშუალებით მოიძიებს ილია ჭავჭავაძის ცხოვრების, მოღვაწეობის და საგურამოში არსებული სახლ-მუზეუმის შესახებ ინფორმაციას. მეორე ჯგუფი გადაიღებს ფოტოებს, მესამე ჯგუფი მშობლებთან ერთად უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას. გაკვეთილზე და ინტერნეტით მიღებულ ცოდნას განიმტკიცებენ ადგილზე დათვალიერებით.
9.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული, ისტორია, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
10.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):
ნონა თავბერიძე
11.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nonatavberidze@gmail.com
13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:
tavberidzenona.blogspot.com
No comments:
Post a Comment