Saturday, December 15, 2012

პროექტი "ზესტაფონის გეოგრაფიული კოორდინატები"

1.პროექტის სახელწოდება:  ზესტაფონის კოორდინატები
            
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა): ქალაქ ზესტაფონის გეოგრაფიული კოორდინატების დადგენა

3.პროექტის  აქტუალობა : მათემატიკის გაკვეთილზე მიღებული თეორიული ცოდნის  ინტეგრაცია  გეოგრაფიულ საკითხებთან  და მისი პრაქტიკაში გამოყენება.

 4.პროექტის მიზნები: მოსწავლეების მიერ მათემატიკის გაკვეთილზე მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.

5.მონაწილეთა ასაკი: 12–13 წლის მოსწავლეები.

6.ვადები/ხანგრძლივობა:  7დღე

7:მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები დაადგენენ  ქ.ზესტაფონის გეოგრაფიულ კოორდინატებს  და  დაინახავენ  კავშირს  საკორდინატო სიბრტყის  (x;y)კოორდინატებსა და გეოგრაფიულ კოორდინატებს (განედსა და გრძედს შორის).

8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: გეოგრაფიული რუკა, კომპიუტერი,ინტერნეტი, გლობუსი.

 9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები დააკვირდებიან გეოგრაფიულ გლობუსს და მთელი სიბრტყის დაყოფას განედებად და გრძედებად . გლობუსზე  მიახლოებით დაადგენენ  ქ. ზესტაფონის  კოორდინატებს .ინტერნეტში მოიძიებენ ინფორმაციას  ქ.ზესტაფონის შესახებ ,სადაც აგრეთვე აღნიშნული იქნება ზესტაფონის გეოგრაფიული კოორდინატები.

10.საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  მათემატიკა, გეოგრაფია, ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან კავშირი.

11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):  ნონა ნთავბერიძე

12.ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა: nonatavberidze@gmail.com

13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: tavberidzenona.blogspot.com 

No comments:

Post a Comment