Friday, October 7, 2016

ინტელის ტრენინგის მეცხრე დღის რეფლექსია

ინტელის ტრენინგის ბოლო დღეს ჯგუფის წევრებმა წარმოვადგინეთ ჩვენი სასწავლო პროექტის პრეზენტაცია. ჩვენი ელექტრონული პორტფოლიო გამოვაქვეყნეთ ბლოგზე და გავაკეთეთ რეფლექსია.

Tuesday, October 4, 2016

ინტელის ტრენინგის მე-8-ე დღის რეფლექსია

გავაკეთეთ ფასილიტაციის დოკუმენტი მოსწავლეთა დასახმარებლად. ვაწარმოეთ  ტრენინგის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ჩეკლისტები. ჩვენი პორტფოლიო ავტვირთეთ ბლოგზე.

ხის სიმაღლის გაზომვა-პროექტის პორტფოლიო. მე-9-ე კლასი.

Wednesday, September 28, 2016

ინტელის ტრენინგის მეშვიდე დღის რეფლექსია

ინტელის სახელმძღვანელოში გავეცანი მასწავლებლის თვითშეფასების რუბრიკას, შევქვმენი და გადავიტანე პორტფოლიოში.ამავე სახელმძღვანელოში დავათვალიერეთ მოსწავლეთა მხარდაჭერის დოკუმენტები და დავამზადეთ ბუკლეტის შაბლონი მოსწავლეთა მხარდაჭერის მიზნით.დავასრულეთ პროექტის გეგმის შევსება.

ინტელის ტრენინგის მეექვსე დღის რეფლექსია

გავიმეორეთ წინა ტრენინგზე ნასწავლი მასალა. გავეცანით მოსწავლის ნაშრომის შეფასების რუბრიკებს. შევაფასეთ მოსწავლის ნაშრომი კრიტერიუმებით და ჩავიტანეთ პროექტის გეგმაში. ვისწავლეთ ბლოგზე ჩანართების გაკეთება.

Thursday, September 22, 2016

ინტელის ტრენინგის მეხუთე დღის რეფლექსია

მეხუთე დღე დავუთმეთ  შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მიმოხილვას. გამოვიყენეთ ინტელის სახელმძღვანელო და შევავსეთ პროექტის მიზნების ჩარჩო. ვისაუბრეთ ინტერნეტში განთავსებული მასალის საავტორო უფლებებზე.როგორ დავიცვათ ჩვენი და სხვისი საავტორო უფლებები. გავეცანით ვიდეოს განთავსებას ბლოგზე და განვახორციელეთ პრაქტიკულად.  გავაკეთეთ სლაიდები pover point ში.